Accessibility links

logo-print

აშშ ადასტურებს მხარდაჭერას ჩრდილოეთ აფრიკაში დემოკრატიზაციის მიმართ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი შაბათს გაემგზავრა ტუნისიდან, სადაც მონაწილეობდა კონფერენციაში სირიის შესახებ. კლინტონი ალჟირში ჩაფრინდა ქვეყნის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად. როგორც სახელმწიფო მდივანმა პრესის წარმომადგენლებს უთხრა ალჟირის პრეზიდენტთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ, მისი მესიჯია შეერთებული შტატების მხარდაჭერა ჩრდილოეთ აფრიკაში დემოკრატიული გარდაქმნების მიმართ. ამ რეგიონში 2011 წელს დაამხეს ტუნისის, ეგვიპტისა და ლიბიის ლიდერების მრავალწლიანი მმართველობა.
XS
SM
MD
LG