Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანსა და თურქეთში აღნიშნეს ყარაბაღის ომის მე-20 წლისთავი


ბაქოში 50 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციაში მთიანი ყარაბაღის ომის მე-20 წლისთავის აღსანიშნავად. აზერბაიჯანის ხელისუფლების მონაცემებით, 613 ადამიანი დაიღუპა 1992 წელს ყარაბაღის სოფელ ხოჯალიზე სომეხი ჯარისკაცების თავდასხმის შედეგად, რასაც აზერბაიჯანი „გენოციდს“ უწოდებს. ერევანი გადაჭრით უარყოფს ამ ბრალდებას. ყარაბაღის ომის მე-20 წლისთავი მრავალათასიანი მიტინგით აღნიშნეს თურქეთშიც. სტამბულში შეკრებილებს მიმართა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იდრის საჰინმა. აზერბაიჯანს არაერთხელ გამოუთქვამს მუქარა, რომ სამხედრო ძალას გამოიყენებს მთიანი ყარაბაღის დასაბრუნებლად, თუ მოლაპარაკებები არ მოიტანს დამაკმაყოფილებელ შედეგებს.
XS
SM
MD
LG