Accessibility links

მოსკოვში გაიმართა აქცია „დიდი თეთრი წრე“ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით


მოსკოვში გაიმართა აქცია „დიდი თეთრი წრე“, რომლის მონაწილეებმაც არჩევნების სამართლიანად ჩატარება მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორები და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთისაგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ გამოსვლის მონაწილეების რაოდენობაზე. ორგანიზატორების მონაცემებით, 35 000-მდე ადამიანი ჩამწკრივდა მოსკოვში „სადოვოე კოლცოს“ გაყოლებით. ისინი ხელი-ხელ ჩაკიდებული იდგნენ თეთრი ბუშტებითა და ლენტებით. მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოში კი აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების რიცხვი დაახლოებით 11 000 იყო. აქციები კამპანიის „პატიოსანი არჩევნებისათვის“ ფაგრლებში გაიმართა რუსეთის ბევრ სხვა ქალაქშიც, მათ შორის სანქტ პეტერბურგში, ჩელიაბინსკში, არხანგელსკში, ბარნაულში, ნოვოსიბირსკში, ტომსკში. გაიმართა აგრეთვე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ პუტინის მომხრეთა მიტინგები. რუსეთში 4 მარტს ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც, ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, პუტინი გაიმარჯვებს.
XS
SM
MD
LG