Accessibility links

logo-print

ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმად დასახელდა ”არტისტი”


ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმი ”არტისტი”. ჰაზანავიჩუსმა მიიღო ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის. ამავე ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა ჟან დუჟარდენმა მიიღო ოსკარი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ”ტვიტერით” მიულოცა გამარჯვება მიშელ ჰაზანავიჩუსს. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მერილ სტრიპს ერგო მთავარი როლისთვის ფილმში ”რკინის ლედი”. ამ ფილმში სტრიპი ბრიტანეთის ყოფილ ლიდერს, მარგარეტ ტეტჩერს განასახიერებს. საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ოსკარის მფლობელი გახდა გორა ვერბინსკის ფილმი ”რანგო”. უცხოენოვან ფილმებს შორის საუკეთესოდ ირანელი რეჟისორის აშგარ ფარჰადის ”გაყრა” აღიარეს. მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს შორის პრემიით აღმინიშნა პაკისტანური ფილმი „სახის გადარჩენა“. ფილმის გმირი, პლასტიკური ქირურგი, ეხმარება ქალებს, რომლებიც სახეში მჟავის შესხმით დასაჯეს.
XS
SM
MD
LG