Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯალალაბადის აეროპორტში აფეთქებას ემსხვერპლა 9 ადამიანი


ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, ორშაბათს ჯალალაბადის აერპორტში დანაღმული მანქანა აფეთქდა. პოლიციისავე ცნობით, დაიღუპა ექვსი ადამიანი. მოგვიანებით გავრცელდა ცნობები 9 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ჯალალაბადის აეროპორტიდან ხორციელდება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო ავიარეისები. ნატოს სამხედროებმა შეამოწმეს ტერიტორია და განაცხადეს, რომ ნატოს არც ერთი სამხედრო არ დაღუპულა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო და დღევანდელი აფეთქება ამერიკელი სამხედროების მიერ ყურანის შეურაცხყოფის პასუხად გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG