Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტელევიზიის ”პირველი არხი”: პუტინზე თავდასხმა მზადდებოდა


რუსეთის ტელევიზიის ”პირველი არხის” ცნობით, რუსეთისა და უკრაინის სპეცსამსახურებმა აღკვეთეს რუსეთის პრემიერ-მინისტრზე და პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატ ვლადიმის პუტინზე თავდასხმა. ტელეარხის საიტზე განთავსებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ ოდესაში დააკავეს ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო ძებნილები იყვნენ. მათი ჩვენებებიდან კი, ცნობილი გახდა, რომ ისინი ამზადებდნენ პუტინზე თავდასხმას რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე. ”პირველი არხი” დეტალების გამჟღავნებას საღამოს ახალი ამბების გამოშვებაში აპირებს. არხისავე ინფორმაციით, თავდასხმის მზადების უკან ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების ლიდერი დოკუ უმაროვი დგას. ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ”ინტერფაქსს” კომენტარზე უარი უთხრა, თუმცა, ”პირველი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ უარუყვია.
XS
SM
MD
LG