Accessibility links

logo-print

"ქართული ოცნება" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს კვორუმის ჩაშლაში ადანაშაულებს


საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს კვორუმის ხელოვნურად ჩაშლაში ადანაშაულებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ტელეკომპანია მე-9 არხისთვის სიხშირის მინიჭების საკითხის განსახილველად კვორუმის შეკრება ვერ ხერხდება, რადგან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორი წევრი, სიხარულიძე და კვიტაიშვილი სხდომაზე არ მიდიან და ხელოვნურად უშლიან ხელს კვორუმის შეკრებას. ”ქართული ოცნების” ბრალდების საპასუხოდ, კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში განაცხადეს, რომ სიხშირის მინიჭების საკითხს კომისიის სამი წევრის შეკრებისთანავე განიხილავენ. კომისიის განმარტებით, სხდომა 24 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა, კარლო კვიტაიშვილი კი, 2 მარტის ჩათვლით შვებულებაშია.
XS
SM
MD
LG