Accessibility links

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს ახალ ინფორმაციას სოხუმში მყოფი ქართველი მეზღვაურების შესახებ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს ახალ ინფორმაციას სოხუმის პორტში, თურქულ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურების შესახებ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე სპეკულაციებისგან თავს შეიკავებენ და კონკრეტული ინფორმაციის მიღებამდე ”არაფერს გაახმაურებენ.” თურქული კომპანიის კუთვნილი გემის ეკიპაჟის ოთხი ქართველი წევრი სოხუმის პორტში გასული წლის მაისიდან იმყოფება. ერთ-ერთ მეზღვაურთან გიორგი საპანაძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მისმა მეუღლემ მარინე საპანაძემ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ დღეს გემი შესაძლოა, აფხაზურ მხარეს გადაეცეს, ეკიპაჟის წევრთა ბედი კი, კვლავ გაურკვეველია. მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქ მფლობელს დაზიანებული გემის ბედი არ აღელვებს, რის გამოც, მისი უტილიზაციაა მოსალოდნელი. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო ვარაუდობდა, რომ ქართველი მეზღვაურები აფხაზეთის დატოვებას გასული კვირის ბოლოს შეძლებდნენ, რადგან გემთფლობელი აპირებდა მათ შესაცვლელად სოხუმში გაეგზავნა 4-წევრიანი ჯგუფი.
XS
SM
MD
LG