Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სირიისთვის სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდა


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სანქციების ახალი პაკეტი დაუწესეს სირიას. ზომები, რომელთა თაობაზეც ორშაბათს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, მოიცავს სირიის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან დაახლოებული შვიდი პირისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას, სირიის სატვირთო თვითმფრინავების აკრძალვას ევროკავშირის საჰაერო სივრცეში და სირიის ოქროთი და ძვირფასი მეტალებით ვაჭრობის შეზღუდვას. ევროკავშირს უკვე შემუშავებული აქვს სირიის 150-მდე პირის თუ ორგანიზაციის შავი სია და დაწესებული აქვს ემბარგო ნავთობსა და იარაღზე. ევროკავშირის მხრიდან ახალი სანქციების შემუშავების ფონია დასავლეთის და არაბული ქვეყნების მიერ ტუნისში გამართულ შეხვედრაზე დადებული პირობა, რომ სირიის რეჟიმზე ზეწოლას გააძლიერებან და ოპოზიციას უფრო მეტ მხარდაჭერას აღმოუჩენენ. ტუნისის შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს რუსეთმა და ირანმა - სირიის რეჟიმის მოკავშირეებმა - ისევე, როგორც ჩინეთმა.
XS
SM
MD
LG