Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი აზერბაიჯანს უპილოტო თვითმფრინავებს და ანტი-საჰაერო სისტემებს მიჰყიდის


ისრაელის თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა დაადასტურეს აზერბაიჯანთან ხელშეკრულების დადება, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანისთვის უპილოტო თვითმფრინავების, ანტი-საჰაერო და ანტი-სარაკეტო სისტემების მიყიდვას, საერთო ჯამში მილიარდ ექვსას მილიონი დოლარის ოდენობით. აზერბაიჯანმა კონტრაქტი ისრაელის სახელმწიფო კომპანია „აეროსფეის ინდასტრისთან“ გააფორმა. ისრაელის თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი ვინაობის ანონიმურად დატოვებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ ეს შეთანხმება უკვე გარკვეული პერიოდია მზადდება და არ წარმოადგენს პასუხს ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ან ახლახან გავრცელებულ ბრალდებებზე, რომ ირანელი აგენტები აზერბაიჯანში, საქართველოში, ინდოეთში და ტაილანდში ისრაელის დიპლომატების მოკვლას ცდილობდნენ. მიმდინარე თვეში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოს ბრალი დასდო ისაელის უშიშროების სააგენტოსთვის, მოსადისთვის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მუშაობის უფლების მიცემაში.
XS
SM
MD
LG