Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც იუწყებიან, აღკვეთილია ვლადიმირ პუტინის მოკვლის გეგმა


რუსეთსა და უკრაინაში უშიშროების ძალები აცხადებენ, რომ აღკვეთეს გეგმა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის მოკვლას ითვალისწინებდა. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით ორშაბათს ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, გეგმა სისრულეში 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალე უნდა მოეყვანათ. პირველმა არხმა უჩვენა ორი პირი, რომლებიც, სიუჟეტის თანახმად, გეგმაში მონაწილეობდნენ. ისინი სიუჟეტში აცხადებენ, რომ პუტინის მოკვლა მათ ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების ლიდერმა დოკუ უმაროვმა დაავალა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, გეგმა მას შემდეგ გამოააშკარავეს, რაც უკრაინის უშიშროების აგენტებმა ოდესაში რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს, ამ ქალაქში იანვარში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. „იტარ-ტასის“ თანახმად, პუტინის პრეს-მდივანი, დმიტრი პესკოვი პუტინზე თავდასხმის გეგმის არსებობას ადასტურებს - თუმცა დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.
XS
SM
MD
LG