Accessibility links

logo-print

საფრანგეთი: ევროკავშირი სერბიას გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალენ ჟუპეს ცნობით, ამ კვირაში ევროკავშირი სერბიას გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს. როგორც ჟუპემ ორშაბათს განაცხადა, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ამ წინადადებას წინააღმდეგობა არ შეხვედრია. გასულ კვირაში სერბიამ რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე შესძლო შეთანხმების მიღწევა კოსოვოსთან - მათ შორის რეგიონულ თანამშრობლობაზე და საზღვრების მენეჯმენტზე. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სერბიისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს კავშირების გაუმჯობესება პრიშტინის ეთნიკურად ალბანურ მთავრობასთან - რომელმაც სერბიისგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა 2008 წელს.
XS
SM
MD
LG