Accessibility links

logo-print

მოსკოვის სასამართლო: გარდაცვლილი მაგნიტსკის საქმის გამოძიება კანონიერია


მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარდაცვლილი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის ირგვლივ გამოძიების წარმოება სწორია, კანონიერია და შეიძლება რომ გაგრძელეს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მაგნიტსკის ნათესავების სარჩელი, რომლებიც მთავრობის მხრიდან წარმოებული გამოძიების შეწყვეტას ითხოვდნენ. ბრიტანეთში განთავსებული Hermitage Capital Management-ის ადვოკატი, მაგნიტსკი, მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ბრალი დასდო მასშტაბურ კორუფციულ სკანდალში მონაწილეობაში. 2009 წელს მაგნიტსკი წინასწარი დაკავების საპატიმროში გარდაიცვალა, უხეში მოპყრობის და მედპერსონალის მხრიდან გამოჩენილი გულგრილობის შემდეგ. ივლისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა რუსეთის ათობით ოფიციალურ პირს - რომელთა სახელები არ გახმაურებულა - იმ ეჭვის გამო, რომ მათ მაგნიტსკის სიკვდილთან ჰქონდათ კავშირი. მაგნიტსკის წინააღმდეგ საქმე იმ ოფიციალურმა პირებმა აღძრეს, ვის შესახებაც მან დაპატიმრებამდე, 2008 წელს, ჩვენება მისცა და 230 მილიონ დოლარამდე თანხის გაფლანგვაში დასდო ბრალი.
XS
SM
MD
LG