Accessibility links

პაკისტანში ბომბის აფეთქებას ხუთი კაცი შეეწირა


პაკისტანის პოლიციის ცნობით, 5 კაცი დაიღუპა და 15 დაიჭრა პოლიტიკური მსვლელობის დროს მომხდარი აფეთქების დროს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ნოუშერაში. აფეთქება მოხდა ორშაბათს ავამის ნაციონალური პარტიის, სეკულარული და ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფის აქტივისტების თავყრილობაზე. აღნიშული პარტიის წარმომადგენლები მართავს ხაიბერ პახტუნყვას პროვინციას. პოლიციის ინფორმაციით, ბომბის დამონტაჟებული იყო მოტოციკლზე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
XS
SM
MD
LG