Accessibility links

logo-print

პაკისტანში ავტობუსზე თავდასხმისას 18 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანის ჩრდილოეთში, კოხისტანის რაიონში 18 ადამიანი დაიღუპა, როდესაც უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს. ავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა ქალაქ რავალპინდიდან, სადაც პაკისტანის არმიის შტაბი მდებარეობს. პოლიციელების განცხადებით თავდასხმის მოტივები უცნობია, რადგან ამ რეგიონში ისლამისტურ დაჯგუფებებთან დაკავშირებული მებრძოლების აქტიურობა არ შეიმჩნევა.
XS
SM
MD
LG