Accessibility links

logo-print

უფლებადამცველები: 2011 წელს ირანში გაორმაგდა სიკვდილით დასჯის შემთხვევები


ავტორიტეტიან უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მონაცემებით, 2011 წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს ორჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე წინა წელს. ორშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში „ამნესტი“ აღიარებს, რომ ძნელია ზუსტი ინფორმაციის მოპოვება ირანში სიკვდილდასჯილთა რაოდენობაზე, მაგრამ ირანის მედია იუწყება 2011 წელს სიკვდილით დასჯის 600-მდე შემთხვევაზე მაშინ, როცა 2010 წლის შესახებ მედიის ინფორმაციით, სიკვდილით დასაჯეს 253 ადამიანი. „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ვარაუდით, სიკვდილით დასჯის გახშირებით ირანის ხელისუფლებას შესაძლოა, სურდეს მოსახლეობაში შიშის დანერგვა და საპროტესტო აქციების შეჩერება.
XS
SM
MD
LG