ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, უნდა გახდეს თუ არა სერბია ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატი. მინისტრები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ბრიუსელში დღევანდელ შეხვედრაზე მხარს დაუჭერენ სერბიისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თუმცა, უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, ლიტვას და რუმინეთს ეჭვი შეაქვთ ასეთი გადაწყვეტილების მართებულობაში. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, სერბია შეძლებს, დაიწყოს ევროკავშირთან ოფიციალური მოლაპარაკება გაწევრიანების შესახებ. თუმცა, ეს პროცესი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. სერბიის საკითხმა აქტუალობა შეიძინა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ბელგრადმა და კოსოვოს ეთნიკურლმა ალბანელმა წარმომადგენლებმა მიაღწიეს ორ ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ. ამასთან, სერბია კვლავაც უარს ამბობს კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
ყველაზე პოპულარული
1