Accessibility links

logo-print

მიჩიგანისა და არიზონის შტატებში იმართება რესპუბლიკელთა პრაიმერები


დღეს მიჩიგანისა და არიზონის შტატებში იმართება რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის გამოსავლენად. ნომინაციისათვის ბრძოლაში დარჩენილია ოთხი კანდიდატი - მიტ რომნი, რიკ სანტორუმი, ნიუტ გინგრიჩი და რონ პოლი. მათ შორის ნომინირების ყველაზე რეალისტური შანსის მქონეებად მიიჩნევიან მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი და ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი. ვარაუდობენ, რომ არიზონის პრაიმერიში დამაჯერებლად გაიმარჯვებს რომნი მაშინ, როცა მიჩიგანში მწვავე კონკურენციაა მოსალოდნელი. მიჩიგანში გამარჯვებულმა კი შესაძლოა, დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვოს ე.წ. „სუპერსამშაბათის“ წინ - საქმე ეხება 6 მარტის პრაიმერებს, რომლებიც ერთბაშად 10 შტატში გაიმართება. შიდაპარტიული არჩევნები გამოავლენს რესპუბლიკელ კანდიდატს, რომელიც წელს, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდება შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას.
XS
SM
MD
LG