Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენადი ონიშჩენკო: რუსი სპეციალისტები მზად არიან საქართველოში გასამგზავრებლად


რუსეთის სანიტარული სამსახური მისი სპეციალისტების საქართველოში გამგზავრების საკითხის გადაწყვეტას საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით აპირებს - ამის შესახებ დღეს სააგენტო ”ინტერფაქსს” განუცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ. ფედერალური სამსახურის ”როსპოტრებნადზორის” მიერ 27 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ამოქმედებულია მექანიზმი, რათა მისი სპეციალისტები საქართველოში გაემგზავრონ შესამოწმებლად იმ საწარმოებისა, რომლებიც რუსეთში მინერალური წყლის - ”ბორჯომის” შეტანას აპირებენ. ონიშჩენკოს დღევანდელი განცხადების თანახმად, რუსი სპეციალისტები მზად არიან საქართველოში თუნდაც ხვალ გაემგზავრონ, მაგრამ საწარმოებში დაშვებისა და უსაფრთხოების გარანტიები სჭირდებათ. ”ინტერფაქსის” შეკითხვას, აპირებს თუ არა საქართველოში პირადად ჩასვლას, რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა უპასუხა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, თუმცა ამის აუცილებლობა არ არსებობს.
XS
SM
MD
LG