Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მთავრობაში არ ადასტურებენ, რომ ჯვრის მონასტრის თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს


ისრაელის მთავრობაში არ ადასტურებენ, რომ იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს - ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა izrus-ი იუწყება. მას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა იგალ პალმორმა განუცხადა, რომ თბილისიდან გავრცელებული ინფორმაცია მათთვის სიახლეა და თავად სამინისტროში მსგავსი არაფერი სმენიათ. ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, მსგავსი პასუხები მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული რელიგიის საქმეთა განყოფილებიდან და ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიიდან.
XS
SM
MD
LG