Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დებატები გაიმართება


დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი გამოსვლა 20 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც პოლიტიკური დებატები გაიმართება. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის და ოპოზიციური ფრაქციის ”ერთობა სამართლიანობისთვის” წარმომადგენლები. პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მოხსენება დაახლოებით 25-გვერდიანია და გამოსვლა სავარაუდოდ, 50 წუთს გასტანს. როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ისაუბრებს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, ახალ ინიციატივებზე, რომლებიც დასაქმებასა და სოფლის მეორნეობას შეეხება, ასევე, უსაფრთხოების საკითხებსა და არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფაზე.
XS
SM
MD
LG