Accessibility links

logo-print

აფხაზეთში დაწყებულია რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები


ამ დღეებში აფხაზეთში მიმდინარეობს კენჭისყრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით. ვადამდელი კენჭისყრა ტარდება რუსეთის იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც 4 მარტს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლებენ საარჩევნო უბნებში მისვლას. საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, საქმე ეხება მსხვილი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობას. ვადამდელი არჩევნები უკვე ჩატარდა ოკუპირებული რეგიონის გაგრისა და სოხუმის რაიონების სოფლებში.
XS
SM
MD
LG