Accessibility links

logo-print

ევროკავშირის მინისტრები მხარს უჭერენ სერბიისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რეკომენდაციას უწევენ სერბიისათვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელია ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 1-2 მარტს გაიმართება. კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, სერბია შეძლებს დაიწყოს ევროკავშირთან ოფიციალური მოლაპარაკება მასში გაწევრიანების შესახებ. თუმცა, მოლაპარაკების პროცესი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. სერბიის საკითხმა აქტუალობა შეიძინა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ბელგრადმა და კოსოვოს ეთნიკურმა ალბანელმა წარმომადგენლებმა ევროკავშირის შუამავლობით მიაღწიეს ორ ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ. ამასთან, სერბია კვლავაც უარს ამბობს კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
XS
SM
MD
LG