Accessibility links

logo-print

სირიიდან გაიყვანეს ორი დაჭრილი უცხოელი ჟურნალისტი


ცნობების თანახმად, სირიიდან გაიყვანეს ორი დაჭრილი უცხოელი ჟურნალისტი, ედიტ ბუვიე და პოლ კონროი, რომლებიც ალყაშემორტმულ ქალაქ ჰომსში იმყოფებოდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სამშაბათს საღამოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სირიიდან ევაკუირებულია ედიტ ბუვიე - გაზეთ „ფიგაროს“ კორესპონდენტი, რასაც წინ უძღოდა რთული მოლაპარაკებები. უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, სირიიდან მეზობელ ლიბანში გააპარეს ფოტოგრაფი პოლ კონროი, ბრიტანეთის გაზეთ „სანდეი ტაიმსის“ თანამშრომელი. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები მოითხოვენ სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ ძალადობით დაზარალებულ რეგიონებს.
XS
SM
MD
LG