Accessibility links

logo-print

სირიაში დაჭრილი ფრანგი ჟურნალისტი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სირიაშია


სირიაში დაჭრილი ფრანგი ჟურნალისტის, ედიტ ბუვიეს დამსაქმებელი, გაზეთ „ფიგაროს“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბუვიე ჯერ კიდევ სირიაში იმყოფება. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მოხერხდა ბუვიეს ევაკუაცია, მაგრამ მოგვიანებით ასევე სარკოზიმ თქვა, რომ არ დასტურდება ცნობა სირიიდან ბუვიეს გაყვანის შესახებ. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, მას „ფიგაროს“ მენეჯმენტის წარმომადგენელმა უთხრა, რომ ჟურნალისტი ქალი ჯერ კიდევ სირიაშია. დღესვე გავრცელებული ცნობით, სირიიდან მეზობელ ლიბანში გააპარეს ფოტოგრაფი პოლ კონროი, ბრიტანეთის გაზეთ „სანდეი ტაიმსის“ თანამშრომელი. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები მოითხოვენ სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ ძალადობით დაზარალებულ რეგიონებს.
XS
SM
MD
LG