Accessibility links

მიტ რომნიმ გაიმარჯვა მიჩიგანისა და არიზონის პრაიმერებში


შეერთებულ შტატებში მიტ რომნის გამარჯვებით დასრულდა რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები მიჩიგანისა და არიზონის შტატებში. შიდაპარტიული არჩევნების პროცესმა, რომლის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპიცაა 6 მარტის პრაიმერები ერთბაშად 10 შტატში, უნდა გამოავლინოს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატურა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. მიჩიგანის შტატში მიტ რომნიმ ხმების სულ რამდენიმე პროცენტით გაუსწრო მეტოქე რიკ სანტორუმს. რომნის ერგო ხმების 41, ხოლო სანტორუმს 38 პროცენტი. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მცირე სხვაობა მიანიშნებს, რომ ჯერ არ არის გარკვეული, ვის აირჩევენ რესპუბლიკელები პრეზიდენტობის კანდიდატად.
XS
SM
MD
LG