Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკი ოპოზიციას მოუწოდებს, თავიდან აიცილოს რადიკალიზაცია


პატიმრობაში მყოფი რუსი ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ოპონენტებს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ მშვიდობიანი აქციების რადიკალიზაცია და ერთმანეთში განხეთქილება, თუ სურთ, წარმოადგენდნენ სამომავლო პოლიტიკურ ალტერნატივას რუსეთში. ხოდორკოვსკი ამ მოწოდებით გამოდის სტატიაში, რომელიც ოთხშაბათის ნომერში გამოაქვეყნა რუსეთის გაზეთმა „კომერსანტმა“- სულ რამდენიმე დღით ადრე 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. მოსალოდნელია, რომ არჩევნების შედეგად პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდება ვლადიმირ პუტინი. ხოდორკოვსკი, ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი და ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი რუსეთში, 2003 წელს დააპატიმრეს გადასახადების გადაუხდელობაში ბრალდების საფუძველზე. მას, სავარაუდოდ, 2017 წლამდე მოუწევს პატიმრობაში დარჩენა.
XS
SM
MD
LG