Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი სავაჭრო პარტნიორებს სთავაზობს საფასურის ოქროთი გადახდას


ირანი, რომლის მიმართაც მთელი რიგი საერთაშორისო სანქციები მოქმედებს, სავაჭრო პარტნიორებს სთავაზობს საფასურის ოქროთი და არა ამერიკული დოლარებით გადახდას. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები შემოიღეს ირანის საფინანსო ინსტიტუტების წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ თეირანს აიძულონ ბირთვული პროგრამის შეჩერება. დასავლეთში შიშობენ, რომ თეირანის პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას. სანქციების გამო მას სულ უფრო უძნელდება ექსპორტირებული ნავთობის საფასურის აღება, ან იმპორტის შეძენა. ირანის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ცენტრალური ბანკის მმართველმა მაჰმუდ ბაჰმანიმ განაცხადა, რომ „ყოველ ქვეყანას შეუძლია საფასურის გადახდა საკუთარი ვალუტით“ და, "სურვილის შემთხვევაში, ოქროთიც".
XS
SM
MD
LG