Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ დასკვნას დღეს ელიან


საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ დასკვნას მისი ადვოკატები დღეს 18 საათამდე ელიან. ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სააგენტო „პირველს“ განუცხადა, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან დასკვნა 14 თებერვალს უნდა გაეცათ, თუმცა, გაუგებარი მიზეზით თარიღად დაასახელეს თებერვლის ბოლო. ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების განაცხადით მისმა ადვოკატებმა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012 წლის 5 იანვარს მიმართეს.
XS
SM
MD
LG