Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს


საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და შრომის კოდექსი დაწვეს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებმა. მათი შეფასებით, საქართველოს შრომის კოდექსი, ფაქტობრივად, მონობის კოდექსია, რომელშიც არ არის გათვალისწინებული დასაქმებულთა უფლებები. დღევანდელი აქციით, გაერთიანებული პროფკავშირები გამოეხმაურა ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ინიციატივას, რომელმაც 29 თებერვალი "მოქმედების დღედ" გამოაცხადა და ევროპის ქვეყნების მოსახლეობას მოუწოდა, მთავრობებს მოსთხოვოს უმუშევრობის დაძლევა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება. ევროპის პროფკავშირების ამ ინიციატივას თბილისში მხარი დაუჭირა პარტიამ "სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის," რომელმაც აქცია რუსთაველის ძეგლთან გამართა. პარტიის განცხადებით, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები საქართველოში გაცილებით აქტუალურია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში.
XS
SM
MD
LG