Accessibility links

logo-print

პუტინი ოპონენტებს აფრთხილებს, ნუ გამართავენ უსანქციო დემონსტრაციებს


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი თავის ოპონენტებს აფრთხილებს, ნუ გამართავენ უსანქციო დემონსტრაციებს 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თითქმის ეჭვს არ იწვევს, რომ არჩევნების შედეგად პუტინი ისევ დაუბრუნდება პრეზიდენტის პოსტს, რომელიც ორი ვადით ეკავა 2000-2008 წლებში. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს წინასაარჩევნო პროცესის პუტინის სასარგებლოდ წარმართვას. ამ კრიტიკის საპასუხოდ, პუტინმა დღეს ოპოზიცია დაგმო არჩევნების წინასწარვე უკანონოდ გამოცხადებისათვის. პუტინმა განაცხადა ასევე, რომ მისი ოპონენტები უნდა დაემორჩილონ უმრავლესობის აზრს. მან ოპოზიცია დაადანაშაულა არჩევნების დისკრედიტაციისათვის მზადებაში.
XS
SM
MD
LG