Accessibility links

logo-print

სომხეთში „სინანულს“ გამოთქვამენ საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო


სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ დღეს „სინანული“ გამოთქვა საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომლითაც გაუქმდა კანონი თურქეთში სომეხთა გენოციდის უარყოფის დანაშაულად გამოცხადების შესახებ. ამასთან, სომხეთის მთავრობამ თავი შეიკავა ოფიციალური განცხადების გაკეთებისაგან. სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ედუარდ შარმაზანოვის შეფასებით, საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი იყო საფრანგეთის „საშინაო პოლიტიკური საკითხები“ და ინტენსიური ლობირება თურქეთიდან. იუწყებიან აგრეთვე, რომ ოპოზიციურ პარტია "სომხეთის რევოლუციური ფედერაციის" წარმომადგენლის შეფასებით, საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლო დაემორჩილა „თურქეთის ზეწოლას, მუქარასა და ქრთამებს“.
XS
SM
MD
LG