Accessibility links

გალში გაიმართა შეხვედრა ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში


გალში გაეროს თავმჯდომარეობით გაიმართა მორიგი, 34-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. გაეროს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეხვედრამ ჩაიარა საქმიან გარემოში. მისმა მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონის მკვიდრთა დაკავების რამდენიმე შემთხვევაზე, რომელთა შესახებაც წინა შეხვედრებზე იმსჯელეს. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ამ შემთხვევებზე, ისევე როგორც ინციდენტებზე, რომლებიც ბოლო შეხვედრის შემდეგ არის მომხდარი. ენგურის ხიდზე გადადგილების ბოლოხანს შეზღუდვასთან დაკავშირებით, საუბარი შეეხო ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასაც. ამას გარდა, მხარეებმა დაადასტურეს ერთობლივი ძალისხმევის საჭიროება დამნაშავეობასთან ბრძოლაში. როგორც გაეროს პრესრელიზში ვკითხულობთ, 29 თებერვლის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალის შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2012 წლის 23 მარტს.
XS
SM
MD
LG