Accessibility links

logo-print

სირიაში არ უშვებენ გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელს


გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელი, ვალერი ამოსი აცხადებს, რომ სირია მას უარს ეუბნება ქვეყანაში შეშვებაზე. გაეროს დიპლომატების ინფორმაციით, ვალერი ამოსი სირიის მეზობელ ლიბანში ჩავიდა, რათა იქ დალოდებოდა სირიის ვიზას, მაგრამ ვერ მიიღო დადებითი პასუხი. მას სურს სირიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად განიხილოს ჰუმანიტარული ვითარება ამ ქვეყანაში. ამასობაში, სირიის არმია, ცნობების თანახმად, ქალაქ ჰომსში განაგრძობს ოპერაციას ოპოზიციის წინააღმდეგ. უშიშროების სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რამდენიმე საათში „გაწმენდენ“ ჰომსის ალყაშემორტმულ რაიონს, ბაბა ამრს, სადაც ოპოზიციონერები არიან გამაგრებული. გაეროს მონაცემებით, სირიაში 7500-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც 11 თვის წინ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG