Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში ოპოზიციის მიტინგები მიმდინარეობს


ყირგიზეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ოშში დღეს ოპოზიციის მიტინგები ტარდება, რომლითაც მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ. რუსული სააგენტოების ცნობით, აქციაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. მილიციის ცნობით კი მომიტინგეთა რიცხვი 12 ათასს არ აჭარბებს. შეკრებილები აცხადებენ, რომ მთავრობამ არ შეასრულა ვალდებულებები, რომლებიც სოციალურ სფეროში აიღო. ისინი ასევე მხარს უჭერენ ქალაქ ოშის მერ მელისბეკ მირზაკმატოვს, რომელიც 4 მარტს იყრის კენჭს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
XS
SM
MD
LG