Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო გმობს ძალადობას სირიაში


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო გმობს სირიის მთავრობას სამოქალაქო პირების წინააღმდეგ „ფართომასშტაბიანი და სისტემატური დარღვევების“ გამო. ეს პოზიცია გამოთქმულია რეზოლუციაში, რომელიც ჟენევაში გამართულ შეკრებაზე მიიღო ადამიანის უფლებათა საბჭომ. ხუთშაბათის კენჭისყრაზე რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა საბჭოს სამმა წევრმა - რუსეთმა, ჩინეთმა და კუბამ. რეზოლუცია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იერიშები სამოქალაქო პირებზე და შეუფერხებლად მუშაობის საშუალება მისცეს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა საბჭოს 37-მა წევრმა სულ 47-დან. საბჭოს რეზოლუციის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულო არ არის.
XS
SM
MD
LG