Accessibility links

ევროკავშირის სამიტზე მსჯელობენ ბელორუსიისა და სერბიის შესახებ


დღეს ბრიუსელში იწყება ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, რომელზეც, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ ბელორუსიის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს და სერბიისათვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. სამიტი იმართება მას შემდეგ, რაც ბელორუსიის მმართველმა რეჟიმმა პოლონეთის და ევროკავშირის ელჩებს მოსთხოვა მინსკის დატოვება. რაც შეეხება სერბიას, მოსალოდნელია, რომ მას მიანიჭებენ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რაც ასახავს ევროკავშირის დადებით დამოკიდებულებას სერბიის ძალისხმევისადმი, გააუმჯობესოს ურთიერთობა კოსოვოსთან. ბრიუსელის სამიტზე იმსჯელებენ აგრეთვე ფისკალურ დისციპლინაზე და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ზომებზე, ევროზონაში საფინანსო კრიზისთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG