Accessibility links

დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის განცხადებას ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ


საერთაშორისო თანამეგობრობის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის განცხადებას, რომ გადაწყვიტა, შეწყვიტოს ურანის გამდიდრების პროგრამა, შეაჩეროს ბირთვული და გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტების გამოცდა და გაეროს ექსპერტებს მისცეს ინსპექციების ჩატარების შესაძლებლობა. ამ ნაბიჯის სანაცვლოდ, შეერთებული შტატები 240 000 ტონა სურსათს მიაწვდის ჩრდილოეთ კორეას, რომელსაც მწვავე ეკონომიკური პრობლემები აქვს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ჩრდილოეთ კორეასთან შეთანხმებას უწოდა „სწორი მიმართულებით გადადგმული ზომიერი ნაბიჯი“. შეთანხმებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სამხრეთ კორეის, ჩინეთის, იაპონიისა და რუსეთისგანაც - ეს ქვეყნები ჩრდილოეთ კორეასთან და შეერთებულ შტატებთან ერთად მონაწილეობენ ექვსმხრივ მოლაპარაკებაში ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე და იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკება ისევ განახლდება. ჩრდილოეთი კორეა 2009 წელს გავიდა მოლაპარაკების პროცესიდან.
XS
SM
MD
LG