Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სამოქალაქო რეესტრისგან წერილობით დასკვნას ითხოვენ


საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები მისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ წერილობით დასკვნას ითხოვენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან. ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუმარტა, რომ 5 იანვარს გაგზავნილ მიმართვაზე პასუხის გაცემის 40-დღიანი ვადა 14 თებერვალს ამოიწურა, თუმცა, რეესტრის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დასკვნის გასაცემად ვადა თებერვლის ბოლომდე ჰქონდათ. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, 29 თებერვალს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი ვაშაძეს წერილობით მიმართეს, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ დღეს ამავე სააგენტოს განუცხადა, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დასკვნის მოსამზადებლად სამთვიანი ვადა არსებობს და ”სამ თვეში იქნება პასუხი."
XS
SM
MD
LG