Accessibility links

logo-print

რუსეთთან ცალმხრივად დაწესებული უვიზო რეჟიმი ოფიციალურად ამოქმედდა


საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად დაწესებული უვიზო რეჟიმი ოფიციალურად ამოქმედდა. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას და ვიზების გარეშე დარჩენას 90 დღის განმავლობაში შეძლებენ - ნათქვამია პრეზიდენტის 149-ე ბრძანებულებაში, რომელიც "საკანონმდებლო მაცნეში" 29 თებერვალს გამოქვეყნდა. რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 თებერვალს, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG