Accessibility links

logo-print

სტამბულში აფეთქების შედეგად დაიჭრა 15 პოლიციელი


სტამბულში 15 პოლიციელი დაიჭრა აფეთქების შედეგად. თურქეთში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, აფეთქება მოხდა მმართველი პოლიტიკური ძალის,"სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" ოფისთან, სტამბულის ევროპულ ნაწილში. ასაფეთქებელი მოწყობილობა დამაგრებული იყო მოტოციკლზე, ის კი იდგა ავტობუსთან, რომელშიც იმყოფებოდნენ პოლიციელები. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG