Accessibility links

სირიელმა მეამბოხეებმა დატოვეს ბაბა ამრის უბანი ქალაქ ჰომსში


სირიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ დატოვეს ბაბა ამრის უბანი ქალაქ ჰომსში, რომლის წინააღმდეგაც მთავრობის ჯარების ოპერაცია მიმდინარეობს. „სირიის თავისუფალი არმია“ აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა უკან დაიხიეს ტაქტიკური მოსაზრებებით, რათა საფრთხეში აღარ ჩააგდონ ათასობით სამოქალაქო პირის სიცოცხლე. ბაბა ამრის რაიონი თითქმის მთელია თვეა, იბომბება. დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ დაგმო სირიის მთავრობა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ „ფართომასშტაბიანი და სისტემატიური დარღვევების" გამო. ამის შესახებ ნათქვამია საბჭოს მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაში.
XS
SM
MD
LG