Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის ქალაქ ყუბაში საპროტესტო აქცია დაშალეს


აზერბაიჯანის უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ყუბაში. ოფიციალური პირების ცნობით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი პოლიციელი. იუწყებიან აგრეთვე, რომ, სულ ცოტა, ერთი ჟურნალისტი დაშავდა პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ რაიონის ხელმძღვანელის, რაუფ ჰაბიბოვის გადადგომას. მათ ჩაამსხვრიეს რაიონული სამმართველოს შენობის ფანჯრები და ცეცხლი წაუკიდეს ჰაბიბოვის კუთვნილ სახლს. ქალაქში სასწრაფოდ იქნა გაგზავნილი აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების სპეცდანიშნულების შენაერთი და ჯავშანტექნიკა. ყუბაში პროტესტი გამოიწვია ჰაბიბოვის განცხადებამ - ადგილობრივი მოსახლეობისადმი კრიტიკამ, რომ ეს ხალხი მზადაა „30 მანათად გაყიდოს საკუთარი მიწა, ოჯახი და სამშობლო“. დემონსტრანტებთან მოსალაპარაკებლად, ყუბაში ჩავიდა აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი.
XS
SM
MD
LG