Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო წითელი ჯვარი დახმარებას ჩაიტანს ჰომსთან


საერთაშორისო წითელ ჯვარს დღეს სირიის ქალაქ ჰომსის მისადგომებთან ელიან. ორგანიზაცია იქ ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანს. სირიის მთავრობამ წითელ ჯვარს მუშაობის ნება დართო მას შემდეგ, რაც სირიელმა მეამბოხეებმა, როგორც თავად განაცხადეს ”ტაქტიკური უკანდახევა” განახორციელეს ბაბა ამრის რაიონიდან. მეამბოხეთა თქმით, მათ შემოაკლდათ იარაღი, ჰუმანიტარული ვითარება კი ბაბა ამრში გაუსაძლისი იყო. ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ გამოხატა ”ღრმა შეშფოთება” იმის გამო, რომ სირიაში ჩასვლის შესაძლებლობა არ ეძლევა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების უწყების ხელმძღვანელ ვალერი ამოსს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ორი ფრანგი ჟურნალისტი, რომლებიც სირიას ვერ ტოვებდნენ, ახლა უსაფრთხოდ არისნ ლიბანში.
XS
SM
MD
LG