Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა სერბიას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი


ევროკავშირმა სერბიას ოფიციალურად მიანიჭა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ნამდვილ წევრობამდე სერბიას, შესაძლოა, წლები აშორებდეს. კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სერბია გასული წლის დეკემბერში ელოდა. თუმცა, გერმანიის წინააღმდეგობის გამო ეს გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. გერმანია ბელგრადისგან კოსოვოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას მოითხოვდა.
XS
SM
MD
LG