Accessibility links

logo-print

ნუგზარ ხუციშვილმა კონტროლის პალატას სასამართლოში უჩივლა


კონტროლის პალატას სასამართლოში უჩივლა შპს ”ქართუ მშენებელის” თანამშრომელმა ნუგზარ ხუციშვილმა. 20 თებერვალს პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ ნუგზარ ხუციშვილმა უჩვეულოდ დიდი პრემია 40 ათასი ლარი მიიღო და მისი ნახევარი შემოწირულობის სახით გადაურიცხა საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებას.” კონტროლის პალატამ უკანონო სქემად შეფასებული მოქმედების გამო, მოძრაობას თანხის დაბრუნება მოსთხოვა და უარის შემდეგ, 27 თებერვალს 200-200 ათასი ლარით დააჯარიმა თავად ნუგზარ ხუციშვილი, ”ქართუ მშენებელი” და საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება.” ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა დღეს რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ კონტროლის პალატის დადგენილება ნუგზარ ხუციშვილმა 1 მარტს გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და წარმოებაში საქმის მიღების საკითხი 5 დღის ვადაში უნდა გადაწყდეს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ კონტროლის პალატის წინაააღმდეგ სასამართლოში ჩივილის უფლებით ისარგებლებენ ”ქართუ მშენებელი” და ”ქართული ოცნებაც.”
XS
SM
MD
LG