Accessibility links

logo-print

პარტიებმა ფინანსური საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია 3 დღეში უნდა წარადგინონ


პოლიტიკური პარტიებისგან მიმდინარე ფინანსური საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია მოითხოვა საქართველოს კონტროლის პალატამ. პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოთხოვნის მიზანია პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობა და კანონის მოთხოვნების დაცვა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა მიმდინარე ფინანსური საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია მონიტორინგის სამსახურს მისი მოთხოვნიდან 3 დღეში უნდა წარუდგინონ. დღესვე მოგელაძემ განაცხადა, რომ არსებობს მოქალაქეთა კორუფციული სქემებისთვის გამოყენების მცდელობები, ამიტომ კონტროლის პალატა მათ მიმართავს, მაქსიმალურად აიცილონ თავიდან უკანონო გარიგებებში მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG