Accessibility links

ირანი: არჩევნების დღეს დაპატიმრებულია საბოტაჟის მომწყობი პირები


ირანის მედიის ცნობით, მთავრობის ძალებმა დააპატიმრეს 10 პირი, რომლებიც „საბოტაჟს აწყობდნენ“, ამ ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების ფონზე. სააგენტო „ფარსს“ მოაქვს არჩევნების უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მუჰამედ ნაყი ბაყერის სიტყვები - რომ ეს პირები „თეირანში უცხოეთიდან იყვნენ ჩასულები“. ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, ამომრჩევნელს მაღალი აქტიურობის გამოჩენისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს ირანის მტრებს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობის ფონზე. 290 მანდატისთვის 3,400-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის. არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლები არ არიან დაშვებული. დღევანდელი კენჭისყრა პირველია 2009 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - როცა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელახალ არჩევას მასობრივი პროტესტი და მთავრობის მხრიდან ოპონენტებზე გამკაცრებული რეპრესიები მოჰყვა.
XS
SM
MD
LG