Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დასასრულს მიუახლოვდა წინასაარჩევნო კამპანია


რუსეთში დასასრულს მიუახლოვდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ წარმოებული კამპანია. ხუთი კანდიდატი ბოლო ჯერზე წარსდგა ამომრჩევლების წინაშე. კენჭისყრა კვირას, 4 მარტს შედგება. საყოველთაოდ გავრცელებული ვარაუდით, არჩევნებში პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი გაიმარჯვებს და ქვეყანას პრეზიდენტად მესამე ვადით მოევლინება. გამოკითხვების თანახმად, რეიტინგით პუტინს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან მეტოქეები. მათ შორის არიან კომუნისტური პარტიის ლიდერი, გენადი ზიუგანოვი, ნაციონალისტი ვლადიმირ ჟირინოვსკი, მილიარდერი მიხეილ პროხოროვი და პარლამენტის ზედა პალატის ყოფილი დეპუტატი, სერგეი მირონოვი. პარასკევი წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა, რადგან კამპანიის წარმოება კენჭისყრის წინა დღეს აკრძალულია. ხუთშაბათს საღამოს პუტინი უცხოელ ჟურნალისტებს ესაუბრა და უთხრა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია. პუტინის თქმით, ის, როგორც კანდიდატი, კიდევ უფრო გააძლიერა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა - რომელსც ბიძგი დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ მისცა.
XS
SM
MD
LG