Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არეულობის შემდეგ აზერბაიჯანის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს


აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთის რაიონული ცენტრის, ყუბის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გუშინ ამ ქალაქში მომხდარ გამოსვლებს და არეულობას შენობების დაზიანება მოჰყვა და პოლიციის დამატებითი კონტინგენტის შეყვანა გახდა აუცილებელი. ადმინისტრაციის უფროსის, რაუფ ჰაბიბოვის გათავისუფლების შესახებ განცხადება პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოფისმა გაავრცელა. ხუთშაბათს ყუბაში გამართულ საპროტესტო აქციაში 1000-მე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ მთავრობის შენობების შუშები ჩაამსხვრიეს და ცეცხლი მოუკიდეს ჰაბიბოვის მფლობელობაში მყოფ სახლს. დემონსტრანტები ჰაბიბოვის გადადგომას მოუთხოვდნენ. აზერბაიჯანის უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ. ოფიციალური პირების ცნობით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი პოლიციელი. არეულობა მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ჰაბიბოვის ვიდეო, რომელშის ის ყუბის მცხოვრებლებს „მოღალატეებს“ უწოდებს, მათი მიწის იაფად გაყიდვის გამო. პარასკევს გავრცელებული ცნობებით ყუბაში სიმშვიდეა.
XS
SM
MD
LG